Sunday, October 20, 2013

მეორე დღე



  • სემინარი დავიწყეთ კომენტარების გაკეთებით ერთმანეთის პოსტებზე.
  • დავასახელეთ პროექტების იდეები. ჩემი პროექტი შეეხება ჯანსაღი ცხოვრების სტილს, რომელიც განკუთვნილია მე-7 კლასელებისთვის. გამოვთქვი შიში იმის თაობაზე, რომ ეს ძალიან ვრცელი თემაა და ალბათ დროში გაიწელება. თუმცა შეიძლება ჯგუფებს სხვადასხვა მიმართულებით მივცე სამუშაო: საკვები, სპორტი, ეკოლოგია და სხვა.
  • ძალიან საინტერესო იყო ბუკლეტის შექმნა: 
  • შევარჩიეთ შაბლონი
  •  მოვიძიეთ სურათები ინტერნეტში და მოვათავსეთ ბუკლეტში
  • ვისწავლე ბუკლეტისთვის ფონის შექმნა და ნაწერების და სურათების წინა პლანზე გადმოტანა
  • ასევე ვისწავლეთ ბლოგის დიზაინი: ფონების მოძებნა და დაყენება. მაგრამ ჩემთვის სასურველი ვერ ვიპოვე. მინდოდა ინტერნეტიდან გადმოწერილი დამედო, მაგრამ საკმარისად დიდები ჯერჯერობით ვერ ვნახე. 
  • ბუკლეტში მოკლედ და გარკვევით უნდა იყოს ჩამოყალიბებული ამ პროექტის მიზნები და შედეგები. ერთი-ორი საათი ამისთვის არ არის საკმარისი. ამიტომაც უფლება გვაქვს ტრეინინგის დასრულებამდე შევიტანოთ მასში ცვლილებები.
  • შევისწავლეთ საქაღალდეების დაარქივება, ფოსტით გაგზავნა, ფოსტიდან ჩამოტვირთვა და ზიპის მოხსნა

              ვფიქრობ, ნაყოფიერი დღე იყო.

5 comments:

  1. ლია მომეწონა შენი პოსტი. ასე გააგრძელე.

    ReplyDelete
  2. გისურვებტ წარმატებებს..

    ReplyDelete
  3. ლია მომწონს თქვენი პოსტი გისურვებთ წარმატებას

    ReplyDelete
  4. სრულფასოვანი შეჯამებაა პირველი დღის. :)

    ReplyDelete
  5. წარმატებები,საინტერესო პროექტია..

    ReplyDelete