Saturday, October 26, 2013

დღე მესამე



დღეს

  •  განვიხილეთ ჩვენი პუბლიკაციები - ბუკლეტები
  • დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა
  • გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, დავსახეთ მიზნები, შევადარეთ რუბრიკას
  • გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას და 21-ე საუკუნის ლექსიკონს
  • ვიმუშავეთ საკვანძო კითხვების შედგენაზე. არც ისე იოლი აღმოჩნდა, როგორც მეგონა.
  • ასევე ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება, კერძოდ, სურათების ატვირთვა


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რას ნიშნავს იყო ჯანმრთელი?

თემატური კითხვები
როგორ ზრუნავთ თქვენს სხეულზე?
როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი საცხროვრებელი გარემო?

შინაარსობრივი      კითხვები
რა რჩევებს მისცემდით თქვენ თანატოლებს სწორ კვებასთან დაკავშირებით?
რა დროს უნდა უთმობდეთ სპორტს?

Sunday, October 20, 2013

მეორე დღე



  • სემინარი დავიწყეთ კომენტარების გაკეთებით ერთმანეთის პოსტებზე.
  • დავასახელეთ პროექტების იდეები. ჩემი პროექტი შეეხება ჯანსაღი ცხოვრების სტილს, რომელიც განკუთვნილია მე-7 კლასელებისთვის. გამოვთქვი შიში იმის თაობაზე, რომ ეს ძალიან ვრცელი თემაა და ალბათ დროში გაიწელება. თუმცა შეიძლება ჯგუფებს სხვადასხვა მიმართულებით მივცე სამუშაო: საკვები, სპორტი, ეკოლოგია და სხვა.
  • ძალიან საინტერესო იყო ბუკლეტის შექმნა: 
  • შევარჩიეთ შაბლონი
  •  მოვიძიეთ სურათები ინტერნეტში და მოვათავსეთ ბუკლეტში
  • ვისწავლე ბუკლეტისთვის ფონის შექმნა და ნაწერების და სურათების წინა პლანზე გადმოტანა
  • ასევე ვისწავლეთ ბლოგის დიზაინი: ფონების მოძებნა და დაყენება. მაგრამ ჩემთვის სასურველი ვერ ვიპოვე. მინდოდა ინტერნეტიდან გადმოწერილი დამედო, მაგრამ საკმარისად დიდები ჯერჯერობით ვერ ვნახე. 
  • ბუკლეტში მოკლედ და გარკვევით უნდა იყოს ჩამოყალიბებული ამ პროექტის მიზნები და შედეგები. ერთი-ორი საათი ამისთვის არ არის საკმარისი. ამიტომაც უფლება გვაქვს ტრეინინგის დასრულებამდე შევიტანოთ მასში ცვლილებები.
  • შევისწავლეთ საქაღალდეების დაარქივება, ფოსტით გაგზავნა, ფოსტიდან ჩამოტვირთვა და ზიპის მოხსნა

              ვფიქრობ, ნაყოფიერი დღე იყო.

Saturday, October 19, 2013

პირველი დღე

გავიცანი ტრენერი და კოლეგები.
გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
შევქმენით საქაღალდეები, რომლებშიც შევინახავ პროექტთან დაკავშირებულ ყველა მასალას.
მომეწონა ჩანიშვნებისა და კომენტარების გაკეთება. განსაკუთრებით კი, წაშლილის აღდგენა. ეჭვი მაქვს, ხშირად მომიწევს გამოყენება.

 დავათვალიერე პროექტებთან დაკავშირებული მასალები. გაოგნებული ვარ მასალის მოცულობით.
იმედი მაქვს ტრეინინგის ბოლოსთვის საკმარისად ავითვისებ.
გავხსენი ახალი ბლოგი, სადაც აქტიურად გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს.