Sunday, November 17, 2013

დღე მეცხრე

დღეს

  • შევიტანეთ შესწორებები ჩვენს პორტფოლიოებში
  • გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაციები
  • გავაკეთეთ ურთიერთშეფასებები
  • პორტფოლიოები ავტვირთეთ Google Drive - ში და ჩავსვით  ჩვენ ბლოგებში
  • გადავიღეთ სურათები და ისინიც ბლოგზე დავდეთ
არაჩვეულებრივი პროექტები გამოვიდა. თემატიკა - მრავალფეროვანი და საინტერესო.
ვფიქრობ, კარგად ვიმუშავეთ. ეს ყველაფერი კი ჩვენი ტრენერის, ქალბატონ ნინო მარღიშვილის, დამსახურებაა. წარმატებას ვუსურვებ მასაც და ტრეინინგის ყველა მონაწილეს!
პროექტის პორტფოლიო

Saturday, November 16, 2013

დღე მერვე

დღეს

  • მოვაწესრიგეთ პროექტის გეგმა
  • ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების გაკეთება
  • ბლოგზე დავაყენეთ მთვლელი
  • პორტფოლიო ავტვირთეთ drive - ში, ლინკი დავაკოპირეთ დ ჩავსვით ბლოგში

Thursday, November 14, 2013

დღე მეშვიდე

დღეს

  •  ვნახეთ გარდნერის  პრეზენტაცია 
  • გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას. შევარჩიეთ  დავალებები სხვადასხვა საჭიროებების მოსწავლეებისთვის.
  • პროექტის გეგმაში მივუთითეთ გამოსაყენებელი ტექნოლოგიები
  •  გავეცანით  მასალებს მოსწავლეთა ხელშეწყობისთვის
  • შევქმენით ფასილიტაციისთვის სავარაუდო მასალები
  • პროექტში ჩართული ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით ( განსაკუთრებული საჭიროების მქონე და მაღალი ალკადემიური მოსწრების  მოსწავლეები) მოვამზადეთ შაბლონი 
  • მოვაწესრიგეთ პორტფოლიოს საქაღალდეები

Saturday, November 9, 2013

დღე მეექვსე

დღეს

  • ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება WORD-ში და POWER POINT-ში
  • გავეცანით შეფასების გეგმის კრიტერიუმებს
  • განმავითარებელ თვითშეფასების 12-კითხვიან დოკუმენტში მოვნიშნეთ ჩვენი პასუხები ხუთშტრიხიან შკალებზე
  • გავეცანით სანიმუშო პროექტების შეფასებებს
  • შევაფასეთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
  • შევადგინეთ პროექტის სცენარი

Saturday, November 2, 2013

დღე მეხუთე



  • გავეცანით საავტორო უფლებების შესხებ პრეზენტაციას
  • ვისწავლეთ, როგორ მოვიძიოთ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში
  • საიტის სანდოობის შფასება
  • ვიდეოს გაზიარება ანუ ბლოგზე დადება ემბედ კოდის ჩაშენებით
  • ვიდეოს URL და მის შესახებ ინფორმაცია შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში - "დამხმარე", ქვესაქაღალდე - " ბიბლიოგრაფია"
  • შევქმენი მოსწავლის ნიმუში